პიტერ სიიარტო - უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს

უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია, ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მისივე თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება, „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეეყვანა, რამაც ნავთობის ტრანზიტის შეჩერება გამოიწვია, „უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის“.

„ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. ივნისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები გააფართოვა და სიას ტრანზიტის აკრძალვაც დაამატა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებას „გაუგებარი და მიუღებელი“ უწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება