არმაზ ახვლედიანი - დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება - სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

ახვლედიანი გმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა ამჟამინდელი ხელისუფლება დამარცხდეს.

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება- სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა: სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ, უკანონოდ და უხეშად ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მე, როგორც პრეზიდენტის “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი, კატეგორიულად ვგმობ დანაშაულებრივი კლანის ამ გაუგონარ, აღვირახსნილ ქმედებას და მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ და ჩამოვაშოროთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის კლანური დაჯგუფება საქართველოს მართვას!“, - წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება