ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ოცნების” პროპაგანდა ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, სასწორზე რომ არ იდოს ქვეყნის ბედი - როგორ დაალაგებს ხელისუფლება ტრამპთან ურთიერთობას, როდესაც ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკურად გადაყლაპვის პროცესს ვხედავთ

საქართველოს ჰყავს ხელოვნური ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. არცერთი ხელისუფლება არ ერევა სხვა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და არ აკეთებს პრეფერენციას, ვისი გამარჯვება ურჩევნია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმედს ამყარებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, თუმცა ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩინეთის გავლენების შემცირებას ცდილობს მსოფლიოში, ამ დროს კი, როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ჩინეთზე დამოკიდებული გახადა.

„საქართველოს ჰყავს ხელოვნური ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. არცერთი ხელისუფლება არ ერევა სხვა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და არ აკეთებს პრეფერენციას, ვისი გამარჯვება ურჩევნია. ყველა ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, იმედს იქონიებენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებას, რაც ამერიკას ევროპასთან და ჩვენს რეგიონთან აკავშირებს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, სასწორზე რომ არ იდოს ჩვენი ქვეყნის ბედი ასეთი გააზრებულად მავნებლური პოლიტიკის გამო, რაც ხელისუფლებას აქვს. დასავლელი პარტნიორები, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ურთიერთობას ინარჩუნებენ ქართველ ხალხთან და ისევე გააგრძელებენ პარტნიორობას, როგორც იყვნენ ჩვენი პარტნიორები გასული 33 წლის განმავლობაში, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის გადატვირთვის ყველა რესურსი ამოწურული აქვთ.

ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპის მნიშვნელოვანი პროგრამული ნაწილი და მთავარი ამოცანა არის ჩინეთის გავლენების შეკავება მთელს მსოფლიოში და როგორ წარმოგვიდგენია, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი. როგორ დაალაგებს მასთან ურთიერთობას, როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკურად გადაყლაპვის პროცესს“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია