სოფელ ბანოჯის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია.

მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიადი შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე.

სამინისტროს ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც 2 300-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

უწყების განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 115 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც 30 000-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ერთი პროექტი, შედეგად, 3 330-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება