გიორგი ვაშაძე - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას - უმძიმესი ვითარებაა

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.

მისი თქმით, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქვეყანაში აღარ არის კანონი და კონსტიტუცია.

„არ არსებობს დღეს, სამწუხაროდ, არც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა თვითონ გამდიდრდეს, ხალხი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან, არის ერთიანობა. ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რომელიც ახლა ხდება ქვეყანაში, ყველა ეს ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია, საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით და ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს