გიორგი ვაშაძე - ბიძინა - დამაპირისპირებელი, მიშა - გამაერთიანებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში

მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა - დამაპირისპირებელი, მიშა- გამაერთიანებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ერთიანობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გაიმარჯვოს რუსეთისკენ მისწრაფებებზე, ერთიანობამ - დაპირისპირებაზე და გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ, სუსტ საქართველოზე.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გაერთიანება, ბლოკი „ერთიანობა“, რომელშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები და ჩვენი ამოცანა არის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობის იდეით მივალთ აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ავანთებთ იმ ძლიერ ცეცხლს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გააერთიანებს საქართველოს. რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცია „ქართული ოცნების“ გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის არ უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა - დამაპირისპირებელი, მიშა - გამაერთიანებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში", - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება