პეტრე მამრაძე „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ უერთდება

საქართველოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ არნახულმა გარე ზეწოლამ და ზოგადად, საქართველოსადმი ეგრეთწოდებული პარტნიორების დამოკიდებულებამ ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა, - ამის შესახებ პეტრე მამრაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

როგორც მამრაძე აღნიშნავს, აუცილებელია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რადგან არ გავხდეთ თავსმოხვეული პროპაგანდის და ცრუ ნარატივების მსხვერპლი, მისი თქმით, სწორედ ამიტომ უერთდება „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.

„საქართველოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ არნახულმა გარე ზეწოლამ და ზოგადად, საქართველოსადმი ეგრეთწოდებული პარტნიორების დამოკიდებულებამ ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა. ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, დასავლეთის პარტნიორების მხრიდან ნაცვლად თანადგომისა, ელემენტარული ანგარიშგაწევისა, სრულიად არამეგობრული, უსამართლო დამოკიდებულება და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ცოტა ხნის წინათ, ევროპული ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ოპოზიციის მიტინგზე მივიდნენ, სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, თან აცხადებდნენ, რომ ევროგაერთიანებაში შესვლას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალეობის შესახებ უშლის ხელს - რაც აბსურდული ტყუილია!

ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება. ბევრჯერ მითქვამს - არც ევროკავშირში და არც ნატო-ში ჩვენი მიღება, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საერთოდ არ განიხილება. დღეს დასავლეთის წამყვანი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ბევრს წერენ დიდ სულიერ კრიზისზე და ლიბერალიზმის სწრაფ დეგრადაციაზე დასავლეთში; იმაზე, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა მოქმედება სულ უფრო კონტრპროდუქტიული ხდება; რომ ევროკავშირის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელი გახდა; წერენ (ვციტირებ), რომ საქართველოში გამჭვირვალეობის კანონის მიღების პროცესში ბრიუსელი ახორციელებდა „დაშინების თვალთმაქცურ, ორკესტრირებულ შეტევას საქართველოზე“, რომ მოხდა „აშშ-ს ამპარტავნული იმპერიალიზმის მთელი ძალით გამოვლინება საქართველოში“. მაგრამ დასავლეთის პოლიტიკოსები ყურად არ იღებენ საკუთარი ინტელექტუალების აზრს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც კი არად აგდებენ. ეს კი ავის მომასწავებელია!

ასეთ ვითარებაში ჩვენში არსებულმა ანტიეროვნულმა ძალებმა „პროდასავლურობის“ ნიღაბი მოირგეს და დასავლეთში თავისი ლობისტების დახმარებით დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ახორციელებენ. ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ისეთი გაერთიანების არსებობა, როგორიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“. აუცილებელია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რადგან არ გავხდეთ მსხვერპლი თავსმოხვეული პროპაგანდის და ცრუ ნარატივების. სწორედ ამიტომ ვუერთდები მოძრაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საზოგადოების სიმართლით აღჭურვასა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო წარმატებაში“, - წერს პეტრე მამრაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო