ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს „კლანმა“ და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტეს, რომ იუსტიციის 15-კაციან საბჭოში, ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს, ვინც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და არ იქნება ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური

საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა - მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში, - ასეთია „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის შეფასება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.

ნაცვლიშვილის თქმით, არ არსებობს კვალიფიციური იურისტი, ვინც იტყვის, რომ სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება ჰქონდა.

"სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არც ერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებსა და უფლებებს და არ იქნება „კლანისა“ და ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც არ ემატებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იჯდეს - იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში არსებული უსამართლობების წინააღმდეგ. ეს იმ ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის, ვინც გადაწყვიტა, რომ მთელს ქვეყანას მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი მიუსაჯეს. აი, ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ახლა!

სასამართლო ხელისუფლებამ წარმოუდგენელი დრაკონული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლება მზად არის ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს, ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება. საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა.

საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია გააუქმა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში.

ამავდროულად, „კლანმა“ სასამართლო სისტემაში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს წაართვა შესაძლებლობა, რომ 15 კაციან საბჭოში ერთი წევრი მაინც იყოს მათი დამცველი. ასე იმართება დღეს ქვეყანა. ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო