საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს დაფინანსებით, სწავლას სეულის უნივერსიტეტში გააგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგა ბებია, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამის - „კორეის გლობალური სტიპენდიის“ (GKS) ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლას სეულში, დონგგუკის უნივერსიტეტში (Dongguk University) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრს სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა სწავლის სრული დაფინანსებითა და 2-წლიანი სტიპენდიით უზრუნველყოფს.

როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმატებულმა ბაკალავრმა, გოგა ბებიამ, კორეის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს „Embassy Track”-ის გავლით მიიღო, რაც საქართველოდან, ყოველწლიურად, მხოლოდ 5 სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებს.

„კორეის გლობალური სტიპენდია, რომელიც, მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი პრესტიჟული დაფინანსებაა, ასევე, ცნობილია როგორც სამხრეთ კორეის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა. სტიპენდიის მოსაპოვებლად გოგამ მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი გაიარა სამხრეთკორეული პროგრამის წარმომადგენელ კომპანიასა და სამხრეთ კორეის წამყვან სამ უნივერსიტეტში. შერჩევის შედეგად, ჩვენმა ბაკალავრმა შეთავაზება სამივე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტიდან მიიღო, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დიდი წარმატებაა. ჩვენმა კურსდამთავრებულმა, არჩევანი დონგგუკის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც ის სექტემბრიდან ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ვიმედოვნებთ, ჩვენი კურსდამთავრებულისთვის სეულის დონგგუკის უნივერსიტეტში გატარებული ორი წელი კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება, შეძენილ ცოდნას კი ის ქართული მეცნიერების განვითარებას მოახმარს“, - აცხადებს დეკანი.

კურსდამთავრებულის ცოდნასა და კვლევით უნარებს მაღალ შეფასებას აძლევს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ბაკალავრი გოგა ბებია, ასევე, ფლობს კორეული ენის უმაღლეს საერთაშორისო სერტიფიკატს (TOPIK), რას მას საშუალებას აძლევს, დონგგუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა კორეულ ენაზე, დამატებითი კურსის გავლის გარეშე განაგრძოს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს დაფინანსებით, სწავლას სეულის უნივერსიტეტში გააგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგა ბებია, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამის - „კორეის გლობალური სტიპენდიის“ (GKS) ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლას სეულში, დონგგუკის უნივერსიტეტში (Dongguk University) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრს სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა სწავლის სრული დაფინანსებითა და 2-წლიანი სტიპენდიით უზრუნველყოფს.

როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმატებულმა ბაკალავრმა, გოგა ბებიამ, კორეის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს „Embassy Track”-ის გავლით მიიღო, რაც საქართველოდან, ყოველწლიურად, მხოლოდ 5 სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებს.

„კორეის გლობალური სტიპენდია, რომელიც, მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი პრესტიჟული დაფინანსებაა, ასევე, ცნობილია როგორც სამხრეთ კორეის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა. სტიპენდიის მოსაპოვებლად გოგამ მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი გაიარა სამხრეთკორეული პროგრამის წარმომადგენელ კომპანიასა და სამხრეთ კორეის წამყვან სამ უნივერსიტეტში. შერჩევის შედეგად, ჩვენმა ბაკალავრმა შეთავაზება სამივე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტიდან მიიღო, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დიდი წარმატებაა. ჩვენმა კურსდამთავრებულმა, არჩევანი დონგგუკის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც ის სექტემბრიდან ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ვიმედოვნებთ, ჩვენი კურსდამთავრებულისთვის სეულის დონგგუკის უნივერსიტეტში გატარებული ორი წელი კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება, შეძენილ ცოდნას კი ის ქართული მეცნიერების განვითარებას მოახმარს“, - აცხადებს დეკანი.

კურსდამთავრებულის ცოდნასა და კვლევით უნარებს მაღალ შეფასებას აძლევს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ბაკალავრი გოგა ბებია, ასევე, ფლობს კორეული ენის უმაღლეს საერთაშორისო სერტიფიკატს (TOPIK), რას მას საშუალებას აძლევს, დონგგუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა კორეულ ენაზე, დამატებითი კურსის გავლის გარეშე განაგრძოს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა