მამუკა მდინარაძე - ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების  მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას

ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე მისული პირები მალავდნენ იმას, რომ სუს-ში გამოძიება ტერორიზმის მუხლით იყო დაწყებული.

„ამბობდნენ, რომ გამოძიება შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ არ იცოდნენ, იქიდან გამოსულმა ყველამ ხომ იცოდა, რომ [გამოძიება] მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომელიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, არ არის ძალიან საეჭვო? აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, საქმე რაში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა აღარაფრის შანსი რომ აღარ აქვთ, არჩევნების მოგებაზე საუბარი აღარ არის. მაინცდამაინც, ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით აღარ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? ვთქვათ, [გამოკითხვაზე] მისვლის მომენტში თუ არ იცოდა, უკან გამოსულმა ხომ იცოდა? მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდა? საიდან მოიტანა ეს ამბავი? - ე.ი. გაიშიფრნენ მარტივად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, რომ საუბარი იმაზე, რომ გამოკითხვას გრიფი „საიდუმლო“ ეხებოდა არგუმენტი არ არის.

„ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს გაუთქმელობის ხელწერილზე არ აქვთ ხელი მოწერილი? დღეს, მისცა ვინმემ უფლება, ან მოსამართლემ ან გამომძიებელმა, რომ ილაპარაკეთ ამაზეო? იძულებულები გახდნენ ელაპარაკათ ამაზე, მანამდე საგულდაგულოდ მალავდნენ და აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“. მათი მედია პირველ დღეს მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა და წარმოუდგენელია მათ არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებაზე და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე მალავდა. ჟარგონისთვის უკაცრავად და მაინც და მაინც აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ მერე ამაზე „ეღლიცინათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა „ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ფარგლებში ხდებოდა, მათ შორის, ტრამპის და ივანიშვილის მკვლელობის მცდელობა“.

„არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით მათ შორის. სხვას ვერაფერს დააბრალებ, ტრამპის გადარჩენას. ბოლომდე არ ხდება ის, რაც მათ აქვთ დიდი სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით. ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, მოწმედ დაკითხულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ შეთქმულების და ამ გზით სახელმწიფოს გადატრიალების ფაქტზე. ამასთან, მისი თქმით, გრიფით „საიდუმლოს“ საქმეზე ვერ ისაუბრებს.

„მე ვერასდროს გაგცემთ პასუხს, მით უმეტეს, განსაკუთრებით გრიფით საიდუმლო საქმეებზე, რა მტკიცებულებები არსებობს ან არ არსებობს.მე შეიძლება, როგორც ერთ-ერთმა სავარაუდო ობიექტმა ვიცოდე რაღაცები და ამაზე ვერასდროს ვილაპარაკებ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ აქ, მამუკა მდინარაძე შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი, ვის მიმართაც რაღაცები იგეგმებოდა. შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი მამუკა მდინარაძე, ვის მიმართაც, სავარაუდოდ, შეიძლება რაღაცები იგეგმებოდა და როგორც ჩვენ ყველა ვხვდებით, განსაკუთრებული აქცენტი იყო ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო