ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპი

ეთიკის ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-8 პრინციპები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

„9 ივნისს, ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა.

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 აპრილს გავიდა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-8 პრინციპები”, - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია