პაატა მანჯგალაძე - 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში

ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით, 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით გადამწყვეტი სიტყვა ითქვას.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება მით უფრო მეტ ახალ სიგიჟეს ჩადის. თუნდაც ის, რაც სასამართლო კლანმა გააკეთა, რომ პრეზიდენტს აუკრძალეს კონკურსის ჩატარების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად, ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ქართველი ხალხი და მისი კონსტიტუცია.

შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყანას აქცევენ იზოლაციაში და მიზანმიმართულად ბლოკავენ მოქალაქეების სიღარიბისგან თავის დაღწევის ყველანაირ საშუალებას. 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი და გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში”, - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებას „ერთიანობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს