„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ახალგაზრდული ჯგუფები, სამოქალაქო მოძრაობას - „აირჩიე ევროპა“ შეუერთდნენ

სამოქალაქო მოძრაობას - „აირჩიე ევროპა“, ის ახალგაზრდული ორგანიზაციები შეუერთდნენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მოძრაობა პირველ ეტაპზე დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში.

„დღეს სამოქალაქო მოძრაობა - „აირჩიე ევროპა“, „რუსულ კანონთან“ მებრძოლ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ვდგებით, 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვებისთვის - ვიწყებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ვაანონსებთ პროექტის - საქართველოს ევროპული ელჩების დაწყებას, სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. მისი მისია, მიზანი და ფუნქცია იქნება 26 ოქტომბერს, არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს; ყველა ხმა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირში, მივიდეს საარჩევნო უბანთან. ეს იქნება თაობების ერთიანი დიდი ტალღა საქართველოს გამარჯვებისთვის. პირველ ეტაპზე, ეს იქნება საინფორმაციო კამპანია, რომელიც შემდგომ, გადაითარგმნება ხმების დაცვის კამპანიაშიც“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობას შეუერთდნენ, არიან: „ნაბიჯი“, „Gen Z ევროპისთვის“, „რეფორმებისა და კვლევების ჯგუფი“, „ახალგაზრდული ხმა“, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „12 სართული“ და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს