ცოტნე ანანიძე - პატიმრები და მათთან დაკავშირებული ადამიანები, ოპოზიციას არასდროს მისცემენ ხმას, მათ მიერ შექმნილი არაადამიანური პენიტენციური სისტემის გამო, ამიტომაც ამნისტია არ არის საარჩევნო სვლა

ზოგადად არ არის ეს პირველი ამნისტია და ყოველი ამნისტია არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ რესოციალიზაცია არის სასჯელის უმთავრესი მიზანი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ანანიძის თქმით, პატიმრები და მათთან დაკავშირებული ადამიანები, ოპოზიციას არასდროს მისცემენ ხმას, მათ მიერ შექმნილი არაადამიანური პენიტენციური სისტემის გამო, ამიტომაც ამნისტია არ არის საარჩევნო სვლა.

„ზოგადად არ არის ეს პირველი ამნისტია და ყოველი ამნისტია არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ რესოციალიზაცია არის სასჯელის უმთავრესი მიზანი. არ მგონია, ოდესმე პატიმარს ან პატიმრის ოჯახს გაუჩნდეს სურვილი დაუჭიროს მხარი ჩვენს ოპონენტებს იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იცის და ყველა ანგარიშში ხვდებოდა რა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო, რომელიც როგორც მორალური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით ანადგურებდა თითოეულ პატიმარს. ამიტომ ამ ტიპის პოლიტიკური შეფასება, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება, ვერ დავეთანხმები და პირიქით შემიძლია კონტრარგუმენტებით უარვყო“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება