საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე მიულოცა.

„ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ.

ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის მხიარული სტარტები მოეწყო. პატარებს სამხედროებთან ერთად კვადროციკლებით გასეირნების საშუალებაც მიეცათ.

26 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო გვარეობის დღე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება