სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სამართალწარმოება მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყვიტა.

რაც შეეხება მეორე - 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, მას კადრები ნანახი აქვს და ახსნა-განმარტების ეტაპზე თავად დავით ქაცარავასგანაც მოსმენილი აქვს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მოსამართლის თქმით, პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიის დაცვას ემსახურებიან, ასეთი მიმართვა შეურაცხმყოფელია.

კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით.

გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად დავით ქაცარავა.

ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებული კანონდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამასთან, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს