ირანის საგარეო უწყება - ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ

ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ. ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების „მიღებისა და დაცვის“ გამოცხადება დაგმო.

„ტერორისტული სიონისტური აპართეიდის რეჟიმის დელეგაციის მიღებისა და დაცვის გამოცხადება ბავშვთა მკვლელებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს. ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო ისინი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების დროს ისრაელელ სპორტსმენებს პოლიცია 24 საათის განმავლობაში დაიცავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება