დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც ჩინელ კოლეგა ვან ისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ კულება “ინსტაგრამის” პირად გვერდზე წერს.

“გამარჯობა ჩინეთიდან. უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის კონტაქტების განვითარებისთვის, ჩინეთში უკრაინელი მაღალჩინოსნის პირველ ვიზიტი შედგება მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს, ასევე, 2012 წლიდან ჩინეთში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია”, - წერს კულება.

მან აღნიშნა, რომ წინ დეტალური და საგნობრივი მოლაპარაკებებია ჩინელ კოლეგა ვან ისთან, სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზების შესახებ.

“სამშვიდობო გეგმების კონკურენცია უნდა ავიცილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი პირდაპირ დიალოგსა და პოზიციების გაცვლას აწარმოებენ. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებსაც. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ევროპასთან თავისი სტრატეგიული ურთიერთობების პრიზმიდან უნდა შეხედოს”, - წერს კულება.

ცნობისთვის, კულება ჩინელი კოლეგის, ვან ის მოწვევით ჩინეთში ვიზიტს 23-25 ივლისს გამართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება