კიმბერლი ჩიტლი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის გამო გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და აღნიშნა, რომ ის ყველაზე კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. ამავდროულად, ჩიტლმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა.

ამის მიუხედავად, "რესპუბლიკური პარტიის" წევრები აქტიურად მოითხოვდნენ ჩიტლის გადადგომას და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან მისი საქმიანობის გამოძიებას.

ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება