ბექა ლილუაშვილი - „ლელოსგან“ საჭიროზე მეტი მოვითმინეთ, აღარ ვაპირებთ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას - მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან გავერთიანდებით და პარტიულ იდენტობას დავთმობთ

ჩნდება შესაძლებლობა, ისე შეიცვალოს ხელისუფლება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს პარტიული ნომრისა და იდენტობის დათმობის ხარჯზე არ მოხდება.

„რამდენიმე უნიკალური ფაქტორი მოქმედებს ამ არჩევნებზე, რომელიც აქამდე არ ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დღეს პირველად შემოდის. ეს არის, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემის ცვლილება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მეორე ფაქტორი არის ის, რომ უზარმაზარი კონსოლიდაციაა ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდების. მესამე ფაქტორი არის, ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება არის მობილიზებული ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ირგვლივ და მეოთხე არის, „ქართული ოცნების“ თვითდესტრუქციული ნაბიჯები, რაც პირდაპირპროპორციულად ასახავს მათ ელექტორალურ სისუსტეს და არა სიძლიერეს.

დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერის 30%-ზე ნაკლები აქვს, შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა, ისე შეიცვალოს ხელისუფლება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

რაც შეგვეხება ჩვენ, არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, თანმიმდევრულად მივდივართ, გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. „ლელო“ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ამ თემაზე მეტს აღარ ვისაუბრებ, რადგან ამ პარტიაზე საჭიროზე მეტიც ვისაუბრეთ, საჭიროზე მეტიც მოვითმინეთ მათგან. დღეს კი იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ და აღარ ვაპირებთ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება მათი მოხვედრა პარლამენტში.

ჩვენთვის მოცემული ხმა არ იკარგება. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა ოპოზიციურ პარტიებს შორის. გვაქვს ორნიშნა მზარდი მხარდაჭერა. არჩევნებზე გავდივართ ჩვენი ნომრით, პარტიული იდენტობითა და პოზიციებით. მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც არჩევნებზე ხმების დაცვაში მოგვეხმარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან გავერთიანდებით და ჩვენს პარტიულ იდენტობას დავთმობთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო