USAID-ის წარმომადგენელი - არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ

არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, USAID-ი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს.

ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ, ალექსანდრ სოკოლოვსკიმ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.­

“აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები აწყობილი იყო ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვის, საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობასთან დიალოგში. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი - ეს არის საქართველო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. გვსურს დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ ხედვას გაიაზრებს.

არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ, და ჩვენ USAID-ში მჭიდროთ ვმუშაობთ სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგებთან ამ ძალისხმევაში”, - განაცხადა სოკოლოვსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება