საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების’’ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმ სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი უკვე მოქმედებს.

საკრებულოს ინფორმაციით, დოკუმენტის ინდიკატორების, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართული შეხვედრა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მიღებული დოკუმენტით დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა ის ორგანოა, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი პირველად ამოქმედდა.

„თვითმმართველო​ბებში სექსუალური შევიწროების დოკუმენტის დანერგვა თბილისიდან დაიწყო და ეს წამოწყება საქართველოს დანარჩენი რეგიონებისთვისაც, ვფიქრობ, მაგალითი იქნება.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა დღეს იმ სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც უკვე მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი. ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოცდილების გაზიარებით თვითმმართველობაში მოქმედი ეს მექანიზმი მაქსიმალურად სრულყოფილ სახეს მიიღებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, კითხვა-პასუხის, მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები დოკუმენტის ირგვლივ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება