„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ - როცა ევროკავშირი ასე ახლოსაა, არავის მისცე უფლება, უკან დაგვაბრუნოს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს. სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, საქართველო დაშორდა ევროკავშირს. პოლიტიკოსების ანტიდასავლური რიტორიკა და სავალდებულო რეფორმების გაუტარებლობა, საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. მეტიც, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია. ახლა, როცა ევროკავშირის წევრობა ასე ახლოა, არავის უნდა მივცეთ უფლება საქართველომ ამ გზიდან გადაუხვიოს.

„კოალიცია ინფორმაცია სანდოობისთვის“ წევრი ორგანიზაციის ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ახლა საქართველოს ისტორიული მიზანი ხელის გაწვდენაზეა და ამაში ევროკავშირის დახმარება უდიდესია.

„ევროკავშირი, ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარებით მუდმივად მხარში ედგა საქართველოს მთავრობებს, გაეტარებინა ყველა ის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის იყო საჭირო. აღნიშნულმა მიგვიყვანა კანდიდატის სტატუსამდე, სწორედ ამიტომ, ახლა საჭიროა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში. არავის უნდა მივცეთ უფლება დაგვაბრუნოს უკან“, - ამბობს დოლიძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან, ქვეყნისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება: ანტიდასავლური რიტორიკა, გაუტარებელი რეფორმები, რომელიც ნათლად არის გაწერილი 9 პუნქტიან სამოქმედო გეგმაში, და ე.წ რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. სწორედ ამ მიზეზების გამო, ვერ გაიხსნა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები, მაშინ როცა ამ კუთხით უკრაინა და მოლდოვა მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოქმედი თავმჯდომარის გიორგი მელაშვილის განმარტებით, ქართველმა ხალხმა უნდა მოითხოვოს ევროპულ კურსზე დაბრუნება და ყველა იმ რეფორმის გატარება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვისაა საჭირო.

„ამ მომენტისათვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. სწორედ ამიტომ, ახლა, საქართველოს, ჩვენი, ამოცანაა დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს. მთავრობამ უნდა შეასრულოს აუცილებელი რეფორმები და შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა. ყველას უნდა ახსოვდეს, ევროკავშირისკენ სწრაფვა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი ვალდებულება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ გზიდან გადახვევა.“ - აცხადებს მელაშვილი.

ევროკავშირის მხარდამჭერ კამპანია “ახლას”, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის უკვე მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის გაგრძელება არაერთი აქტივობითაა დაგეგმილი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო