მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხალისკოს შტატის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ ჰიუგო როლდანი ავრცელებს.

როლდანის ცნობით, აფეთქება ქალაქ ტეკილაში, „ხოსე კუერვოს“ საწარმოს 500 000 ლიტრიან ავზში მოხდა.

კომპანიამ გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს