Earthpix-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, Earthpix-ის მედია პლატფორმას Instagram გვერდზე 24 მილიონზე მეტი გამომწერი და ატვირთულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.

მათივე ინფორმაციით, Earthpix-ის გადამღები ჯგუფის წევრებს დაშბაშის კანიონზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს მსოფლიოში გამომწერებით ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბური ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ის ჯგუფი ეწვია, რომელმაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულა. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული ბუნების, ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და გასტრონომიის შესაძლებლობებით. Earthpix-ის პლატფორმა წარმოაჩენს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს, იზიდავს და რეკომენდაციას უწევს მოგზაურებს თუ რომელ ქვეყანაში იმოგზაურონ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

Earthpix-ის დამფუძნებელი ერიკ დამიერი, მოგზაურებს საქართველოს რეგიონების მონახულებას ურჩევს.

„ჩვენი მოგზაურობისას გამოვარჩევდი თუშეთს, რომელიც ძალიან ლამაზია, ჩვენ ვიხილეთ საოცარი ბუნება, ცხენები, მწყემსები, რომლებსაც ფარა გადაჰყავდათ. საქართველოში მეორედ ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც არის, ეს ქართული სტუმარმასპინძლობაა. გასულ წელს საქართველოში მიხსნიდნენ, რომ სტუმარი ქართველებისთვის ღვთისგან გამოგზავნილია, ვიფიქრე ეს რაღაც თქმულებაა, მაგრამ შემდეგ ვისაც შევხვდი თითოეულმა ქართველმა ძალიან მეგობრულ, თბილ და ოჯახურ გარემოში მაგრძნობინა თავი. საქართველო ჰგავს შვეიცარიას და ისლანდიას. ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებს ვურჩევდი ქალაქებში დიდი დრო არ გაატარონ, ეწვიონ რეგიონებს, სოფლებს, სადაც მრავალ საუკუნოვან, ქვით აგებულ კოშკებს აღმოაჩენენ“,-აცხადებს Earthpix-ის დამფუძნებელი ერიკ დამიერი.

Earthpix-ის წევრის ავი მამანმას თქმით, საქართველოს საუკეთესო ადგილია, სადაც საუკეთესო სათავგადასავლო გამოცდილების მიღება შეიძლება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში ჩამოვედით, სხვადასხვა ადგილებთან ერთად ვეწვიეთ დაშბაშის კანიონსაც. საქართველო საუკეთესოა, სადაც საოცარი სათავგადასავლო გამოცდილება მივიღე, ეს არის კულტურა, ბუნება, ხალხი. ძალიან მომეწონა კანიონი, აქ ზიპლაინზე ველოსიპედით დავეშვი“,-აღნიშნა Earthpix-ის წევრმა ავი მამანმა.

უწყების ცნობითვე, Earthpix გადამღები ჯგუფი ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს ეწვია. პროექტის ფარგლებში Earthpix-ის ინსტაგრამ გვერდზე სამი თვის განმავლობაში ათი "რილსი", ათი "სთორი" და ერთი პირდაპირი ჩართვა განთავსდება.

Earthpix-ის პლატფორმაზე,მთელ მსოფლიოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მილიონობით მომხმარებელი მიიღებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი