პრემიერი - 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ოფიციალური მოწვევა გაეგზავნათ

26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.

„26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება შედეგები, ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საარჩევნო პროცესში. 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს და „ქართული ოცნება“.

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველო ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებულები ვართ, ხალხის მხარდაჭერით მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი“, -აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება