ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში მომზადდა.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითარებას, რომელიც ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ.

„ფესტივალის ზოგადი ხედვა დინამიკური კულტურული ეკოსისტემის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რომელიც გაზრდის თანამედროვე კულტურულ პროცესებზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას და დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის მდგრად ურბანულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფესტივალის პირველი ეტაპი სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს, მათ შორისაა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენები და ლიტერატურული ღონისძიებები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წარმოდგენილი 11 დღის განმავლობაში. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რადგან 2023 წელს ქუთაისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს სწორედ ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა.

საჯარო ხელოვნების ფესტივალს ქუთაისის მერიასთან ერთად ახორციელებენ ორგანიზაციები „პლატფორმა ცვლილებებისათვის“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება