Euromoney-მ „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს.

„30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. შეფასების პროცესში კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციების უნარს, მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტების ხარისხი, სხვა ბანკებთან შედარებით აჩვენონ უკეთესი შედეგები და ამასთან, ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში, რათა შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები“, - ნათქვამია Euromoney-ს განცხადებაში.

ამასთან, როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა გვახსენებს, რომ აუცილებლად მოიტანს წარმატებას.

“Euromoney-ს კიდევ ერთი ჯილდო გვახარებს მთელს გუნდს და გვახსენებს, რომ გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა და მისწრაფება, შექმნას მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები და მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება