კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, „ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.

თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.

დღეს „ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ „ოცნება“ „აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია, არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.

მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.

ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება - „ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო