უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება

რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს სამჯერ აღემატება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

სირსკიმ დანაკარგების კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს „სენსიტიური“ თემაა, რომელიც შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მისთვის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.

სირსკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიის შემადგენლობა 100-დან 520 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 690 ათასს მიაღწევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს