მარია ზახაროვა - არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება სასაცილოა, რუსეთის დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში, პრობლემებში, შეცდომებში, ამერიკული დემოკრატიის დაავადების გამოვლინებაა - გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას, ეს მართლაც სასაცილოა. საქმე იმაშია, რომ რუსეთის დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში, არასწორ გათვლებში, პრობლემებში, შეცდომებში, მეჩვენება, რომ ეს ამერიკული დემოკრატიის დაავადების გამოვლინებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, გავლენას არ ვახდენთ ან საარჩევნო პროცესებზე ზეწოლას არ ვახორციელებთ. გამონაკლისი არც აშშ-ის მოახლოებული არჩევნებია, ჩვენ მათში არც აქამდე ჩავრეულვართ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ სწორედ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა განასხვავებს რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

„მარტივად რომ ვთქვათ, სხვების საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. მათ გულწრფელად ვუსურვებ, რომ ამას თავი დააღწიონ და საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ, რომლებიც როგორც ახლა ამერიკელებმა ნახეს, ბევრია და ძალიან მასშტაბურია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს