გიგი წერეთელი - არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია

არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვას.

გიგი წერეთლის თქმით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ეს იმ რეალობის პასუხია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა.

„არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ორივე მხარე თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია და რუსეთის ინტერესებს აძლიერებს. “აგენტების“ კანონზე ითქვა, რომ ეს ჩვენს დემოკრატიას ძირს უთხრის და ასევე ითქვა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ეს ყველაფერი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვისაა ძალიან მძიმე, არამედ აბრკოლებს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომაც, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაცხადდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება