აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან.

„შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან.

სალაშქრო ფესტივალზე წელს, 200 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით მათგან მხოლოდ 100-მა შეძლო ფესტივალში მონაწილეობა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით 4 დღეში დაფარავენ. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება