ირაკლი ქადაგიშვილი კონგრესმენ ტომ კინსის განცხადებაზე - ნათქვამია: კაცი ათასად შეფასდა და ათიათასად ზრდილობა

ნათქვამია: - კაცი ათასად შეფასდა და ათიათასად ზრდილობა - ალბათ, სიტყვა “უხეირო“ იმას ნიშნავს, რომ კონგრესმენების განცხადებები უხეიროდ იყო დასაბუთებული! ძირითადად ეს იყო კლიშეები და პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გაკეთებული განცხადებები, რომლის უკან სიცარიელეა! - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი “რესპუბლიკელ“ კონგრესმენ ტომ კინს, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოსა და მოლდოვის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.

ქადაგიშვილის მტკიცებით, ქვეყანა ყველა მაჩვენებლით მოწინავეა, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები თუ სხვა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ საწინააღმდეგო ინტერესები არსებობს.

“რამდენიმე ჟურნალისტი ხართ, რომელიც "დიქტატურის" პირობებში, 24-საათი მაუწყებლობთ. რამდენიმე ათეული პარტიაა, რომელიც "დიქტატურის" პირობებში, როცა გაუხარდება, რამდენი აქციაც უნდა, იმდენს აწყობს. საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, რომ საქართველო გამოხატვის მაჩვენებლებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

ამ შემთხვევაში არსებობს საქართველოს მიმართ არის საწინააღმდეგო ინტერესები. საქართველო თავს იცავს და ცდილობს, ქვეყნის ინტერესები წინ დააყენოს. რა თქმა უნდა, ამით ღიზიანდებიან. ობიექტური სურათის მიუხედავად, ასეთი ეპითეტებით, დაუსაბუთებელი, ხშირ შემთხვევაში არასწორი ფრაზების თქმით ცდილობენ, რომ ვითარება დაძაბონ.

ამის ერთადერთი მიზანია, რომ რამენაირად ამ მართლაც უხეირო ოპოზიციას რაიმე ხეირი შემატონ. ყველა სანქციას თავისი დასაბუთება აქვს. საქართველოს მიმართ სანქციას რა დასაბუთება უნდა ჰქონდეს გარდა იმისა, რომ რა პოლიტიკაც მინდა გაატარო, ამიტომ დაგასანქცირებო?!

არ მინდა, საბოლოო ჯამში, აშშ-ი იმას დაემსგავსოს, რისგან გათავისუფლებისთვის საქართველო ყოველთვის იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს. ამას ქართველო ხალხი ხედავს! ოპოზიციას რომ უხარია, ამ განცხადებებით მას რაიმე ხეირი ექნება, ვერ ექნება, რადგან ამ ხალხს ნანახი აქვს, როგორ შეიძლება, ქვეყნის ეროვნული ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს