თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა - მნიშვნელოვანია,  ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ

“რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანი, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ ოპოზიციის სარჩელს ხელი მოაწერა.

„რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის კონგრესში ხაზგასმით იყო საუბარი, რომ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის, ევროატლანტიკურ არჩევანს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!