რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სააგენტოსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ზაზა ვაშაყმაძემ ლევან იოსელიანს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და მისი მთავარი პრიორიტეტები.

„კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე და მისი მხრიდან რელიგიების თანადგომაზე, რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე.

მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ყოველწლიურ მოხსენებაში პირველადაა გამახვილებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სააგენტოს წინამორბედ სახალხო დამცველებთან ურთიერთობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა, აქამდე კონტაქტი ვერ შედგა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ნებისმიერი, მათ შორის, რელიგიური დაპირისპირების დიალოგის რეჟიმში გადაყვანას, რადგან ხშირად რადიკალიზმია დაპირისპირების მიზეზი, დიალოგს კი ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, სააგენტოსთან ურთიერთობა არსებული ვითარების უფრო ნათელ სურათს შექმნის და რეალურ მდგომარეობას დაგვანახებს, რადგან ობიექტური სურათი განსხვავებული ინფორმაციებით იქმნება.

შეხვედრაზე გამოითქვა ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების სურვილი.

დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ ლევან იოსელიანს საქართველოს რელიგიური რუკები და რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“ გადასცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს