ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო. ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამავე მეთოდით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

„საუბარი აგრეთვე შეეხო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა. ამ მიზნით არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რათა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში წარიმართოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო