ირაკლი კობახიძე - თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, გარანტიას გაძლევთ, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ 2,3 და 4 თვეში, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი, ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისუფლება ბევრ რამეს უფრთხილდება.

„ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა განცხადება - „ან იომებთ ან წახვალთ“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

„მთავარი ის არის ვინ ამბობს. ერთია რას ამბობს, ამაზე დაახლოებით გვქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემის შემცველი ინფორმაცია და ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება საფრთხეებს, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - თუ თეორიულად ასე შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ პროცესები, ღმერთმა დაგვიფაროს, პრაქტიკულად, ეს ვერ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი პირველ რიგში დგას ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, "რუსთავი2" - ის ეთერში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო