პრემიერი - დიდი იმედი გვაქვს, წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით, ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, დიდი მიღწევები გვაქვს

გვყავს გამორჩეული შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში.

„მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას და წელს გვყავს მართლაც გამორჩეული შემადგენლობა. არის არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. გვყავს გამორჩეული შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგს მიაღწევენ.

ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში. რა თქმა უნდა, 28-ვე ჩვენს სპორტსმენს მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ოლიმპიადაზე, მინდა ვუსურვო ჩემპიონობა და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მართლა სარეკორდო იქნება ეს ჩემპიონატი ჩვენთვის. ოლიმპიადა 1 თვეს გრძელდება და 1 თვე გამიჭირდება წასვლა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავესწრო ღონისძიებებს და აუცილებლად ვიქნები ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ოფიციალურად ვარ მიწვეული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა "რუსთავი2" -თან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს