ჯო ბაიდენი - მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე ვიქნები კონცენტრირებული

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე ვიქნები კონცენტრირებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ მე შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებასა და ჩვენი ეკონომიკის ზრდას გავაგრძელებ. მე გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებებისა და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ხმის მიცემისა და არჩევანის უფლების ჩათვლით. გავაგრძელებ სიძულვილისა და ექსტრემიზმის დაგმობას, რომ ამერიკაში პოლიტიკური ან სხვა სახის ძალადობის ადგილი არ არის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა აშშ კვლავ ძლიერი და უსაფრთხო დარჩეს.

„ამ საუკუნეში პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ამერიკელ ხალხს მოახსენა, რომ აშშ არსად მსოფლიოში ომში არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეული ქვეყნების კოალიციის გაერთიანებას, რათა პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდება შევაჩეროთ და მან კიდევ უფრო მეტი ზიანი არ გამოიწვიოს. ჩვენ ნატო-ს გავაძლიერებთ და მე მას კიდევ უფრო ძლიერსა და ერთიანს გავხდი, ვიდრე ოდესმე ჩვენს ისტორიაში ყოფილა. წყნარ ოკეანეში ჩვენი მოკავშირეებისთვის იმავეს კეთებას გავაგრძელებ. იცით, რომ როდესაც მე თანამდებობა დავიკავე, საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისი იყო, რომ ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუსწრებდა და აჯობებდა. ეს ასე აღარ არის. მე ღაზაში ომის დასასრულებლად, მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად და ამ ომის დასასრულებლად მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება