ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე - როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა

როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, იური კიმმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე აქვეყნებს

„როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა“, - განაცხადა იური კიმმა.

იური კიმმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ერთი რამ განაცხადო და მეორე გააკეთო.

„არ შეიძლება განაცხადო, რომ შენ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში გსურს და აშშ-სთან - მყარი ურთიერთობა და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - აღნიშნა კიმმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება