ბენიამინ ნეთანიაჰუ - ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება - ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან

ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება: ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება - ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კოლეჯებში პალესტინის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციები და მომიტინგეები გააკრიტიკა.

„ისინი „ჰამასის“ გვერდით, მოძალადეებისა და მკვლელების გვერდით დგანან. მომიტინგეებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან, უნდა შერცხვეთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად ვაშინგტონში პალესტინის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცხრა ადამიანი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს