ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ჩატარდა

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის,14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.

„საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“ თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფოთისთვის, რადგან მასში ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები ერთვებიან. შესაბამისად, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით ჩვენი მოზარდი თაობისთვის დიდი გამოცდილების და მოტივაციის მომცემია. მინდა მადლობა გადავუხადო ნანა ალექსანდრიას ჩვენს ქალაქში და სრულიად საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ვულოცავ გამარჯვებულ მოჭადრაკეებს მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, გასულ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ს გამორჩეული მასწავლებლის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში ფესტივალის აქტიური მონაწილის „გიორგი გამზარდიას თასი".

მათივე ცნობით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი -2024" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა". ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა