„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

„ეკოლიდერთა სკოლის“ მიზანია, ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.

მოსწავლეებმა სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის უფლებების, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ალგეთის ეროვნულ პარკს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ, სადაც ნარჩენების გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ასევე, კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორთან შალვა ახვლედიანთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის ეფექტიანობის, ეკომეგობრული ინიციატივებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესახებ.

„ეკოლიდერთა სკოლის“ გასვლითი შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მეცხრედან-მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეთა შერჩევა კი კონკურსის საფუძველზე მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება