დაბა ბაკურიანის სრული არეალისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ისტორიაში პირველად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000- მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კურორტის მდგრადი განვითარების და ტურისტების მზარდი ნაკადის პარალელურად, აუცილებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების 3 პროექტს ახორციელებს.

„აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა ობიექტი რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 150 მლნ. ლარი მოხმარდება.

ისტორიული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

2023 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 მლნ. ლარი შეადგინა. შედეგად, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს- 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება