26-27 ივლისს „პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა - გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს

„პალიტრა L-ი“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში 26-27 ივლისს ქუთაისს ესტუმრება და მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

26-27 ივლისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ქუთაისის პირველ სკოლასთან გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებს. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა „პალიტრა L-ის“ გარემოს დაცვითი პროექტის, „მაკულიტერატურის“ სტენდი, რომელიც სტუმრებს მაკულატურის სანაცვლოდ ახალ გამოცემებს შესთავაზებს.

ტურნეში მონაწილეობას იღებენ ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე, რომლებიც პატარა მკითხველთან შეხვედრებს 27 ივლისს, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერიში“ გამართავენ.

ქუთაისის ლიტერატურული ტურნეს დასკვნითი შეხვედრები საყვარელ ავტორებთან გაიმართება „გელათი რეზიდენსში“, სადაც სტუმრებს დისკუსიაში ჩართვის, ერთმანეთის არაფორმალურ გარემოში გაცნობისა და ანსამბლ „შვიდკაცას“ შესრულებით ქართული ჰანგების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.

27 ივლისის განრიგი:

  • 17:00 - გიორგი კეკელიძე, "გურული დღიურები"
  • 18:00 - თეონა დოლენჯაშვილი, "მეამბოხე"
  • 19:00 - ლელა ლაშხი, "ნეირონი"
  • 20:00 - რამაზ გიგაური, "ბედნიერების ხელოვნება"
  • 21:00 - ანსამბლი "შვიდკაცა"
  • 21:00 - ფურშეტი და სასმელი

„გელათი რეზიდენსში“ დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.

„პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის წიგნ­ზე ხელმი­საწ­ვდო­მო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­ზარ­დოს და სწო­რედ ამი­ტომ, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვადას­ხვა ქა­ლაქ­ში, ეტაპობრივად მიმდინარეობს წიგ­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ეს არის მცი­რე ფორ­მა­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვად მი­ა­კი­თხავს სა­კუ­თარ მხა­რე­ში.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის