იუსტიციის მინისტრი - მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული, მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა! - სიტუაციას აფასებენ ექიმები და როცა მათი მხრიდან მზაობა იქნება, გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. როცა [პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით] იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულმა პატიმარმა სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია. როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს