რატი ბრეგაძე - ქართულ - ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება - ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება იყოს გარკვეული მომენტები, როცა მცირედი გაურკვევლობები არსებობს

ქართულ - ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება, ურთიერთობები ბევრად უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება იყოს გარკვეული მომენტები, როდესაც მცირედი გაურკვევლობები არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ამ ურთიერთობას კვლავ დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართულ - ამერიკული აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ის ბევრად უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც მცირედი გაურკვევლობები არის. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ და ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე, ეს ნიშნული კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე იქნება ასული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმმა განაცხადა, რომ ტყუილია ის ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოში გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს.

"როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა“, - განაცხადა იური კიმმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის