აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში უკანონო სახერხი საამქროები შუახევისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.

„ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები შესაბამის უწყებაში უკვე გაიგზავნა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოვლენილი ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე: წიფლის სახეობის 18 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება