გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი, ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ მოიცავს.

ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

„სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.

აღნიშნული ბიულეტენი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სპეციალისტებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყების ძირითადი საქმიანობებისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეებში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2024 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს